fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ვაქცინაციის პასპორტის შემოღებას ლობირებს – ნახეთ დეტალები

მაშინ როდესაც ქვეყნები ჩქარობენ მოსახლეობის ვაქცინაციას კორონავირუსის წინააღმდეგ,“ვაქცინაციის პასპორტი”, გვევლინება მექანიზმად ჩვეული ცხოვრების სტილის დასაბრუნებლად. საბერძნეთი ევროპის კავშირს მასშტაბურ სქემას სთავაზობს.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განუცხადა ევროკავშირის კომისიას:”სასწრაფოდ უნდა შევთანხმდეთ ვაქცინაციის სერთიფიკატის დადასტურების მექანიზმზე, რომელიც ყველა წევრი ქვეყნისთვის მისაღები ფორმით უნდა იყოს სტრუქტურირებული.”

თუმცა ევროპაში, სადაც ვაქცინაციის აქტიურ სტარტს ვადევენბეთ თვალყურს, “ვაქცინაციის პასპორტი” ნაცნობ წინაღობას აწყდება – კონფიდენციალურობა.

სქემის მოწინააღმდეგეები დასძენენ – ამგვარი პასპორტების შემოღება შელახავს ევროპის კაშირის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, დაჰყოფს რა ადამიანებს ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით, შეუზღუდავს საჯარო სერვისებით საგებლობას არავაქცინირებულ პირებს და ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მონაცემების შემდგომ გაჟონვას.

ვაქცინაციის პასპორტების შემოღება “წარმოადგენს საფრთხეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და ადამინების უფლებებისათვის” აცხადებს ანნა ბედუში – Exeter Unievrsity. პასპორტი “შექმნის ახალ ბარიერს ინდივიდებს შორის, რომელიც დაეფუძნება ჯანმრთელობის სტატუსს, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოყენებული იქნას უფლებებისა და თავისუფლების ხარისხის შესამცირებლად.” დაამატა მან. საბერძნეთის პრემიერი ეცადა დაებანალნსებინა სიტუაცია, ზემოხსენებული შენიშვნების გათვალისწინებით. წერილში ის აღნიშნავს: ”საბერძნეთი არ აპირებს ვაქცინაცია გახადოს სავალდებულო, ან აუცილებელი წინაპირობა მოგზაურობისთვის” – თუმცა ასევე განაცხადა: “ვაქცინირებულ პირებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოგზაურობა.”

იმუნიზაციის სერთიფიკატის იდეა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ევროპის კავშირის ტერიტორიაზე, მაგალითად,  ესტონეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შემუშავებულ იქნას იმუნიზაციის ციფრული სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც შესაძლებელს გახდის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის მონაცემების გაცვლას. ამ კვირაში, ესტონეთის პერმიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მან შესთავაზე ფინეთს ამ სქემაში ჩართვა.

onalem

ტესტ