fbpx
საბერძნეთი

საკუთარ სახლში სულ უფრო და უფრო ნაკლები ბერძენი ცხოვრობს – Eurostat-ის მონაცემები

მითი, საბერძნეთში საკუთარი სახლების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ, დიდი ხნის წინ დაიმსხვრა. 2005 წლიდან 2011 წლამდე ქვეყანაში სახლის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 84,6%-დან 73,3%-მდე ჩამოვიდა ანუ მთელი 11,3%-ით დაიკლო, როგორც Eurostat-ის მონაცემები გვიჩვენებს.

საბერძნეთში საბინაო მარაგი 2019 წლისთვის შეადგენდა 3,949,900 რეზიდენციას (სახლს) და აქ არ იგულისხმება კომერციული ფართები ან მიწის ნაკვეთები, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ბინები, რომლებშიც განთავსებულები არიან ოჯახები და მათ საკუთრებას წარმოადგენს ან აქვთ დაქირავებული.

Eurostat-ის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საკუთრების მაჩვენებელი საბერძნეთში 75,4% იყო, აქ შედის ის სახლებიც, რომლებიც იპოთეკით არის დატვირთული და ისინიც, რომლებიც არ არის იპეთეკური სესხით დატვირთული. ამ რაოდენობის 24,6% ანუ 971.675 ბინა არის გაქირავებული.

 

onalem

ტესტ