fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! შაბათიდან ორშაბათამდე 300 ევროიანი ჯარიმა მძღოლებს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის კანონს დაარღვევენ!

ნიკოს ხარდალიასმა დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა, რომ განსაკუთრებული კონტროლი წესდება დიდი შაბათიდან აღდგომის ორშაბათამდე, გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ ხალხმა სააღდგომოდ სოფლებისკენ გადაადგილება არ დაიწყოს, ასევე, არ წავიდნენ ერთმანეთის სახლებში, პოლიცია გააკონტროლებს ქალაქიდან გასასვლელ ყველა გზატკეცილს და ცხადია, ქალაქში მოძრაობასაც. ოფიცრები ასევე იპატრულირებენ ეკლესიების ტერიტორიებზე, რათა ხალხმა თავი არ მოიყაროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დიდ შაბათს, საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათის ჩათვლით, გადაადგილების მცდელობისთვის მანქანის მძღოლი 300 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო მის გვერდით მჯდომი 150 ევროთი. ასევე, ჩამოერთმევა სანომრე ნიშნები. რა თქმა უნდა, თუ გადაადგილებას შესაბამისად ვერ დაასაბუთებს.

ხარდალიასმა აღნიშნა ისიც, რომ გაკონტროლდება პუნქტი B4 (სხვა ადამიანის დახმარება), რომელსაც ბევრი იმიზეზებს გადასაადგილებლად.

როგორც ირკვევა, 10-დან 9 მოქალაქე სახელმწიფოს მითითებებს ემორჩილება და მინისტრის მოადგილე ამისთვის ყველას დიდ მადლობას უხდის.

onalem

ტესტ