fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: “საიდუმლო მგზავრები” საჯარო ტრანსპორტში, რომლებიც რეალურად კონტროლიორები არიან – რას შეამოწმებენ?!

მედია საშუალება, Ελεύθερος Τύπος, სპეციალური რეპორტაჟის თანახმად, საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში უახლოეს მომავალში ცვლილებებია მოსალოდნელი.

როგორც ირკვევა, სულ მალე აბტობუსებში, ტროლეიბუსებსა და მეტროს მატარებლებში განთავსდებიან კონტროლიორები, ე.წ. “საიდუმლო მგზავრები”, რომლებიც არ იქნებიან შესამჩნევი სხვა მგზავრებისთვის.

რას შეამოწმებენ ისინი?!

ამავე წყაროს ინფორმაციით, ისინი იქნებიან კონტროლიორები, რომლებიც საჯარო ტრანსპორტში იმოძრავებენ, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები და დააკვირდებიან ყველა დეტალს, თუ რა ვითარებაა ავტობუსებსა და მატარებლებში, თუ რა ცვლილებებია საჭირო და რითი არიან უკმაყოფილოები მგზავრები.

ამრიგად, ისინი არ იმუშავებენ ჯარიმების გამოსაწერად და ბილეთების შესამოწმებლად, არამედ იმისთვის, რომ მგზავრებისთვის მომსახურება უკეთესი გახადონ.

ტრანსპორტის სამინისტრო მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მიიღებს საჭირო ზომებს, რომ მოგვარდეს არსებული პრობლემები.

onalem

ტესტ