fbpx
საბერძნეთი

ატიკა: დიონისოს ტერიტორიაზე 15 და 21 წლის ბერძენი ბიჭები ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის რეგიონში, კერძოდ, დიონისოს ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა დააკავეს. მათ ბრალად ხანძრის განზრახ გაჩენა ედებათ.

როგორც ირკვევა, მათი დაკავება მოხდა ხანძრებთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მებრძოლი ორგანოს მიერ, როდესაც მიმდინარეობდა სპეციალური მონიტორინგი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 და 21 წლის ბიჭები, ორივე ბერძენი, პასუხისმგებელია ტყის ზონებში გამოწვეულ ხანძრებზე.

ორივე მათგანი დროსიასა და დიონისოს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო სახანძრო სამსახურმა ზარი, ცეცხლის გაჩენის შეტყობინებით, მიიღო ე.წ. “წითელი ველის” მიმდებარე ტერიტორიიდან.

15 და 21 წლის ბიჭები დღეს პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ