fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

წვიმა საბერძნეთში: როდის ველოდოთ მას?

საბერძნეთში მალე წვიმასა და ჭექა-ქუხილს ვიხილავთ… თუმცა, არა ყველგან. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ქვეყნის მოსახლეობამ კვირის ბოლოს პლაჟზე წასვლა, უბრალოდ, უნდა დაივიწყოს.

დედაქალაქსა და ატიკის რეგიონში ნალექი მოსალოდნელია კვირასა და ორშაბათს, ტეპერატურა 29 გრადუსამდე დაეცემა.

სალონიკში მეტეოროლოგების თქმით, შაბათს ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება და იწვიმებს. ასეთი ამინდი ორშაბათამდე გასტანს.

კერკირაზე წვიმა მოსალოდნელია შაბათს, კრეტაზე იწვიმებს მხოლოდ ორშაბათს, ხოლო ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაიკლებს.

კუნძულ როდოსის მაცხოვრებლები წვიმას არ იხილავენ, თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზით აქ ინტენსიური ქარია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ