fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალმა უჩივლა ქმარს, რომელმაც შეიტყო, რომ ღალატობდა და საყვარელთან ერთად ვიდეო გადაუღო

გავრცელებული ინფორმაციით, როდოსის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, რომლის მასალების მიხედვითაც, ბერძენი 43 წლის ქალბატონი საკუთარ ქმარს პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის უჩივის.

ოჯახური დრამა მაშინ დაიწყო, როდესაც ქალმა შენიშნა, რომ ორი უცნობი პირი უთვალთვალებდა. მას ვიდეო გადაუღეს მაშინ, როცა ერთ-ერთ სანაპიროზე, თავის მანქანაში საყვარელთან ერთად იმყოფებოდა და მისი მტკიცებით, შემდეგ ეს ვიდეო მისი მეუღლის ხელში აღმოჩნდა. საჩივარში აღნიშნულია, რომ სწორედ მისმა ქმარმა დაავალა უცნობ პირებს თვალთვალი და შემდეგ ვიდეოს გადაღება, რომელზეც ინტიმური კადრები იყო აღბეჭდილი.

პოლიციამ დაიწყო ორი მამაკაცის ძებნა, რომელთაც ვიდეო გადაუღეს, ქალის ქმარს კი, გარდა იმისა, რომ ღალატის მსხვერპლი გახდა, ახლა ბრალდებასთან გამკლავებაც მოუწევს, რომელიც მას სხვისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევას ედავება.

onalem

ტესტ