fbpx
საბერძნეთი

2 მაისიდან დიდი ცვლილებები საბერძნეთში? – რა არის მოსალოდნელი?!

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში 2 მაისიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის და როგორც ჩანს, სულ მალე შემოწმებები და ვაქცინაციის სერთიფიკატები წარსულს ჩაბარდება.

კერძოდ, Protothema.gr წერს, რომ 2 მაისიდან საბერძნეთში, დიდი ალბათობით, გაუქმდება სხვადასხვა დაწესებულებებში ვაქცინაციის სერთიფიკატების საშუალებით შესვლა და აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლი აღარ განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ შესვლა თავისუფალი იქნება.

ΣΚΑΙ-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დახურულ სივრცეებშიც კი, პირბადის ტარება არჩევითი გახდეს და არა სავალდებულო, ანუ ატარებენ ისინი, ვისაც ამის სურვილი ექნება.

რესტორნებში, კაფე-ბარებსა და ტავერნებში, ასევე სილამაზის სალონებში, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ პერსონალისთვის. იგივე შეეხება სუპერმარკეტებსაც, ხოლო მომხმარებლისთვის ამ ვალდებულების მოხსნა ეტაპობრივად განიხილება.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად გადაწყვეტილი, თუმცა, მედია ირწმუნება, რომ სულ მალე მთავრობის წარმომადგენლები ცვლილებებს დააანონსებენ.

onalem

ტესტ