fbpx
საბერძნეთი

პოლიციის მასშტაბური კონტროლი და ოპერაცია ათენის ცენტრში – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია ათენის ცენტრში მასშტაბურ სპეცოპერაციებს ახორციელებს, რომელთა შედეგადაც რამდენიმე პირის დაკავება მოხდა.

როგორც ირკვევა, დედაქალაქის ცენტრში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფი მობილიზდა და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების გარკვეული რაოდენობა, დაკავებულ პირთა რიცხვი კი, მინიმუმ 5-ია.

მედია იუწყება, რომ საუბარია როგორც ბერძნებზე, ასევე უცხოელებზე და მათი ბრალდებები ძირითადად ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტებმა, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საბერძნეთში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის სამიზნე, დიდია შემოწმების ალბათობა.

დანაშაულთან ბრძოლის შესაბამისი ქვედანაყოფის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კონტროლი და ოპერაციები აქტიურ რეჟიმში განხორციელდება.

onalem

ტესტ