fbpx
საზოგადოება

“დაუშვებელია ტავერნაში არავაქცინირებული ადამიანები ისხდნენ” – თეოდოროს ვასილაკოპულო ზომების მოხსნის წინააღმდეგია

პროფესორი თეოდოროს ვასილაკოპულო აცხადებს, რომ არავაქცინირებულთა თავისუფლების წინააღმდეგია და თავად კატეგორიულად უარს ამბობს, მიირთვას იმ ტავერნაში, სადაც აუცრელი ადამიანების გვერდით იჯდება.

ვინაიდან საუბარია იმაზე, რომ ნელ-ნელა მოიხსნას ყველანაირი შეზღუდვა, მათ შორის ვაქცინაციის სერთიფიკატებისა და ტესტების შემოწმება კაფე-ბარებსა და ტავერნებში, ასევე, შეწყდეს ჯარიმების გამოწერა 60 წელს გადაცილებულთათვის, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე, ვასილაკოპულო აცხადებს, რომ არანაირად არ ესმის ეს ლოგიკა.

პროფესორმა წამოაყენა წინადადებაც კი, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს აფთიაქში ვაქცინის შეძენა, რადგან თუ ადამიანს საკუთარი თავის დაცვა უნდა, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ შეიძინოს მე-4 დოზა და გაიკეთოს ის.

“მე თავი უნდა დავიცვა აუცრელი ადამიანისგან, რომელიც იგივე ტავერნაში შემოვა, სადაც მე ვიქნები და იქ მიირთმევს. სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აუცრელად ითვლება, მეორე დოზის მიღებიდან დიდი დროის გასვლის თვალსაზრისით,” აცხადებს ვასილაკოპულო.

onalem

ტესტ