fbpx
საზოგადოება

ოცნებების ასახდენად ჩასული ირინი ციხეში აღმოჩნდა – მელისაროპულუ ანტონი სროიტერის გადაცემაში

მისი ამბავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისთვისაც კი გამოდგებოდა. ირინი მელისაროპული ჰონგ კონგში საკუთარი ოცნებების ასახდენად ჩავიდა… მას სურდა გამხდარიყო წარმატებული მოდელი, როგორც დაჰპირდნენ, მაგრამ პოდიუმის ნაცვლად, მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის ირინი გისოსებს მიღმა, კოკაინის გადატანის ბრალდებით აღმოჩნდა.

გოგონა ანტონი სროიტერის გადაცემაში პირველად საუბრობს დეტალურად იმ კოშმარზე, რომელიც ჩინეთში გაიარა და რა გრძნობა დაეუფლა მას, როცა მოისმინა, რომ მას ბრალდება მოეხსნა.

ირინი ამბობს, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი აღმოუჩინეს, მისმა მეგობარმა მიუტანა, რათა ბარგი მასში ჩაელაგებინა. მისი თქმით, ჩანთა გახსნა, შეამოწმა და ნახა რომ ახალი იყო. ზოგადად, თავის მეგობარს ენდობოდა, ამიტომ ეჭვი არაფერში შეუტანია. ამ დროს ის ეთიოპიაში იმყოფებოდა.

“მე შოკში ვიყავი… ვტიროდი… იქ არ იყო არც თარჯიმანი, არც არავინ, ვინც ამიხსნიდა, თუ რა ხდებოდა და რატომ იყო ნარკოტიკები ჩემს ჩანთაში.

ყველაფერი ვნახე… სხვა პატიმრები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ: “რა გინდა? თქვი, რა გინდა?! გინდა დაგარტყა?”

არასოდეს დამავიწყდება, როცა გავიგე განაჩენი, სიტყვები, რომ ” არ არის დამნაშავე”. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ადვოკატი სიხარულისგან გაგიჟდნენ.”

ადვოკატმა, საკის კეხაგიოღლუმ უკვე 21 წლის ირინის უდანაშაულობა დაამტკიცა. მან ძლიერი მტკიცებულებები წარადგინა, რამაც ეჭვები გააქრო. როგორც მან თქვა, აეროპორტში ირინი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა, გოგონა წითელი კაბითა და მაღალყელიანი ჩექმით, რომელიც ყველას ყურადღების ცენტრში შეიძლებოდა მოქცეულიყო. და ის, ვინც რაიმეს მალავს, არასოდეს იქცევა ასე… მას არ უნდა, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს.

 

onalem

ტესტ