fbpx
საზოგადოება

თესალონიკში კორონავირუსის ფონზე დაქორწინების მსურველთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც კორონავირუსი მძვინვარებს, აკრძალულია გადაადგილება და შექმნილია საგანგებო მდგომარეობა, თესალონიკში დაქორწინების მსურველთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბოლო 23 დღის მანძილზე საერთო ჯამში 57-მა წყვილმა გამოთქვა დაქორწინების სურვილი და განაცხადი შეიტანეს.

მაგალითისთვის, გასული წლის მარტში საერთო ჯამში 85 წყვილი დაქორწინდა, თუმცა, ცხადია, რომ ვითარება სხვაგვარია და ძალიან უცნაურია, რომ როდესაც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ისინი მაინც გამოთქვამენ სურვილს მივიდნენ საჯარო რეესტრის ჰოლში და ცხოვრება ერთმანეთს ოფიციალურად დაუკავშირონ.

ასევე, აპრილისთვის კიდევ 27 წყვილს აქვს შევსებული განაცხადი სამოქალაქო ქორწინების შესრულების თაობაზე. გასული წლის აპრილში საერთო ჯამში მხოლოდ 36 წყვილი დაქორწინდა, ასეთი ვითარების ფონზე კი, უკვე 27 მსურველია.

 

onalem

ტესტ