fbpx
ემიგრაცია

პირველი სპეციალური რეისი ათენი-თბილისი: ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ათენში საქართველოს საელჩო ერთობლივად მუშაობენ, რათა საბერძნეთში ჩარჩენილი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ. გაუქმებული რეისების გამო, ემიგრანტების ნაწილი, რომელსაც ბილეთები ჰქონდა შეძენილი, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

დღეს განხორციელდა პირველი სპეციალური პირდაპირი რეისი ათენი-თბილისი და საქართველოში დაბრუნება 150-მა ქართველმა შეძლო. თუმცა, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რეისები კიდევ დაიგეგმება სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მგზავრებს შორის არიან სტუდენტები, რომელთაც ათენში საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, შემდეგ საელჩოს დაუკავშირდნენ და სულ რაღაც 1 დღეში ისინი საქართველოში გაფრინდნენ.

ფრენა ცნობილმა ბერძნულმა ავიაკომპანია Aegean Airlines-მა შეასრულა.

სტუდენტები უღრმეს მადლობას უხდიან საქართველოს საელჩოს ათენში.

იხილეთ კადრები:


onalem

ტესტ