fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 24 წლის ემიგრანტმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო, რადგან დაკავების ცენტრიდან არ გაათავისუფლეს (მძიმე კადრი)

ტრაგიკული შემთხვევა შაბათს საღამოს კორინთოს არალეგალ ემიგრანტთა დაკავების ცენტრში მოხდა. გარდაცვლილია 24 წლის იბრაჰიმი, ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

იბრაჰიმი დაკავებული იყო 16 თვის მანძილზე და როდესაც გაიგო, რომ გათავისუფლების ნაცვლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მისი პატიმრობა გაგრძელებულიყო, თავი ჩამოიხრჩო.

ვრცელდება უმძიმესი კადრი, შემთხვევის ადგილიდან.

ახალგაზრდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ სხვა ემიგრანტებმა ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს და ამ გზით გამოხატეს პროტესტი კანონთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არალეგალი იმიგრანტების თავისუფლების აღკვეთას 36 თვემდეც კი.

onalem

ტესტ