fbpx
საზოგადოება

“მიწა გაიხსნა და ჩემი შვილი გადაყლაპა” – 43 წლის ბერძენ ქალს ოთხი დღეა ტალახსა და ხეებს შორის ეძებენ

43 წლის ევდოკია პლაკია ის ქალია, რომელიც ციკლონის მიერ გამოწვეული წყალდიდობის ღამეს კარდიცაში გაუჩინარდა და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქალს უკვე მეოთხე დღეა წაქცეულ ხეებსა და ტალახში ეძებენ და ჯერჯერობით კვალსაც კი ვერ მიაგნეს.

როგორც ირკვევა, ევდოკია ფარმაცევტია და აფთიაქში, სადაც მუშაობდა, გვიანობამდე დარჩა, რადგან საქმე ასე მოითხოვდა. მისი ძმა ამბობს, რომ ერთადერთი, რაც იციან, არის ის, რომ შემდეგ ჩვეული მარშრუტით მანქანით გადაადგილდებოდა და მისი კვალი ხიდიდან ქრება.

“ტონობით წყალი მოდიოდა… ტონობით ტალახი, კლდეები და ხეები მოჰქონდა. არ იყო ელექტრო ენერგია. გადაუღებლად წვიმდა და ბოლოს ხიდზე იყო. მეტი არაფერი ვიცით,” ამბობს მამაკაცი.

მისი დედა მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ევდოკიას მოძებნის სამუშაოებში, თუმცა, მათგან, ვინც ამბობს, რომ ყველაფერი თავად ქალის ბრალი იყო, რადგან არსებობდა გაფრთხილება გადაადგილებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით, მოითხოვს, რომ პატივი სცენ ოჯახის ტკივილსა და ტრაგედიას.

 

onalem

ტესტ