fbpx
საზოგადოება

საჩივრები და სასამართლო პროცესი ერთი გიროს გამო – ინციდენტი ვოლოსში

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, ერთი 71, ხოლო მეორე 54 წლის. მათი დაპირისპირების მიზეზი კი ერთი გირო გახდა.

არსებული ცნობებით, მოხუცმა 54 წლის მამაკაცს უჩივლა, რომ სწრაფი კვების მის ობიექტში გირო შეუკვეთა, თუმცა, თანხა არ გადაიხადა. ამ ყველაფერს მოჰყვა “ბრალდებულის” მძაფრი რეაქცია და ერთმანეთს დამუქრება და შეურაცხყოფა დაუწყეს.

ვიდრე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, პოლიციამ ორივე დააკავა, თუმცა, ცხადია, მალევე გაათავისუფლეს.

მათ პოლიციის განყოფილებას თავი დააღწიეს, მაგრამ ყველაფერი აქ არ სრულდება. როგორც ირკვევა, შედგება სასამართლო პროცესი, რომელიც მათ უთანხმოებას გადაწყვეტს. უთანხმოებას, რომელიც ერთმა გირომ გამოიწვია…

onalem

ტესტ