fbpx
საზოგადოება

“ჩვენ ვასრულებთ იმას, რასაც ათენის მაცხოვრებლები ითხოვდნენ” – ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი

სავარაუდოდ, ათენის რამდენიმე უბანში უკვე შენიშნავდით სპეციალიზირებულ მანქანებს, რომლებიც სანაგვე ურნების დასუფთავებას ემსახურებიან. დიახ, ათენში ნაგვის ყუთების ინტენსიური წმენდა დაიწყო იმისთვის, რომ დედაქალაქმა სახე სულ მალე იცვალოს.

როგორც კოსტას ბაკოიანი გვპირდებოდა, პირველ ეტაპზევე დაიწყებოდა სამუშაოები, რომლებიც ათენის დასუფთავებას გულისხმობს. მერმა პირობა შეასრულა და დღეს უკვე ათენის 7 უბანში ყოველდღიურად 200 ყუთი სუფთავდება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ორ თვეში ათენის ყველა სანაგვე ყუთი სუფთა იქნება და ეს პროცესი წელიწადში მინიმუმ 6-ჯერ შესრულდება.

“სანაგვეების ინტენსიური წმენდა მოსახლეობის მოთხოვნა იყო და ჩვენ ამ ყველაფერს ვასრულებთ. მიზანი ერთია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ქალაქს უკეთესს და ბევრად სუფთას გახდის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ტურისტებისთვისაც,” აცხადებს ბაკოიანი.

onalem

ტესტ