fbpx
საზოგადოება

ხვალ – გაფიცვებთან ერთად აქციები ათენში – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი 24 სექტემბერს?!

ხვალ ათენში მძიმე დღე იქნება, ვინაიდან იფიცება თითქმის ყველა საჯარო ტრანსპორტი. ამასთანავე, დაგეგმილია, რამდენიმე აქცია ქალაქის ცენტრში.

კერძოდ, როგორც უკვე ცნობილია:

24 სექტემბერს 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ ტროლეიბუსები, ავტობუსები. ასევე, მთელი დღის მანძილზე არ იმუშავებს ელექტრო მატარებელი, ე.წ. “ტრენო”.

რაც შეეხება მეტროსა და ტრამვაის, მეტრო იმუშავებს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. 

ხოლო ტრამვაი იმუშავებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე.

ასევე, დილის 11:00 საათისთვის კლავთმონოს მოედანზე გაიმართება აქცია, რომელშიც თავად გაფიცული თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.

onalem

ტესტ