fbpx
საბერძნეთი

ათენის მერი “ევანგელისმოს” სადგურის სახელის შეცვლაზე უარს აცხადებს

როგორც ცნობილი გახდა, ათენის მერია ორი მეტროსადგურის, “ევანგელისმოსა” და “აგიოს დიმიტრიოს” სახელების შეცვლას გეგმავდა. კონკრეტულად, “ევანგელისმოს” სადგურს უნდა დარქმეოდა “პავლოს პაკოგიანის” სახელი, თუმცა, ამჟამინდელი ინფორმაციით, მოკლული პოლიტიკოსის ვაჟი, კოსტას ბაკოიანი, რომელიც ახლა ათენის მერის პოსტს იკავებს, უარს აცხადებს, მამის სახელის ამ მხრივ გამოყენებაზე.

“ჩვენ, მის შვილებს, მეუღლესა და შვილიშვილებს, ის სახლში გვინდა და არა ტრაფარეტზე,” აცხადებს ის თავის ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

ბაკოიანი მეტროს ხელმძღვანელობას მადლობას უხდის, მისი მამის პატივსაცემად, მსგავსი შემოთავაზებისთვის, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებით, უარი თქვა, რომ “ევანგელისმოს” სადგურს სახელი შეეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ პავლოს ბაკოიანის მკვლელობიდან 30 წელი გავიდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყდება “აგიოს დიმიტრიოს” სადგურთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ