fbpx
საზოგადოება

ათენი: პოლიცია ეძებს 2 წლის გოგონას, რომელიც სახლიდან მამამ გაიტაცა

პოლიცია და ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” 2 წლის ათინა ეძებს, რომელიც 20 სექტემბერს საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა.

მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ის პალეო ფალიროში მდებარე სახლიდან საკუთარმა მამამ წაიყვანა და მას შემდეგ გოგონას დედას და სხვა ნათესავებს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ჩანს, მამაკაცს ბავშვის უკან დაბრუნება არ სურს.

მცირეწლოვანი ათინა 14 კილოგრამია, 0.96 მეტრის სიმაღლის, შავით თმით და შავი თვალებით.

ოჯახი საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.

onalem

ტესტ