fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

პეტრუპოლის ტრაგედია: ხანძრის რეალური მიზეზი და 17 წლის გოგონას დედის კომენტარი

როგორც უკვე იცით, გუშინ პეტრუპოლში სერიოზული ინციდენტი მოხდა. ხანძარი გაჩნდა სახლში, რომელშიც 17 წლის გოგონა და მისი 55 წლის მამა იმყოფებოდა.

როგორც აღმოჩნდა, გოგონას ყელის არეში დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შეუქცევადია და მხოლოდ სასწაულის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

გავრცელდა დეტალები, რომლებიც ოჯახურ დრამას ააშკარავებს. 17 წლის გოგონას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მამამ შვილი მას შემდეგ სცემა, რაც მისი მესიჯი ნახა, რომელიც დედას გაუგზავნა. გოგონა დედას სწერდა, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო, რადგან მამა ისევ ისე იქცეოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ სცადა გოგონა დაეხრჩო და ყელში უჭერდა, შემდეგ სცემა და სახლში ხანძარი გააჩინა.

55 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. გაიცა დაპატიმრების ორდერი, თუმცა, მისი მდგომარეობის გამო ორდერს ძალა არ აქვს. პოლიცია მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ელოდება, რათა ჩვენება ჩამოართვან.

”ის ხშირად გვემუქრებოდა, რომ დაგვწვავდა,” ამბობს გოგონას დედა.

17 წლის გოგონას დედა, რომელიც კუნძულ კორფუზე 13 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, დაბრუნდა. ის ამბობს: ”ჩვენ 5 წლის წინ განვქორწინდით, ფინანსური პრობლემები გვქონდა. ასევე ის პრობლემები, რომელიც მის ქცევასთან იყო დაკავშირებული. ის მოძალადეა. რამდენიმე თვის წინ ჩემს ვაჟთან ერთად კორფუზე წავედი. ჩემი გოგონა დარჩა, რადგან კერძო სკოლაში სწავლობდა.”

‘ცოტა ხნის წინ მან მითხრა, რომ დავბრუნებულიყავი. მპირდებოდა, რომ სახლს დატოვებდა, რათა იქ ჩემს შვილებთან ერთად მეცხოვრა. რამდენჯერმე დაწვით დაგვემუქრა,” ამბობს ქალი.


onalem

ტესტ