fbpx
საბერძნეთი

“ყველა აუცრელი დაინფიცირდება, ავალთ 3.000 შემთხვევაზე დღეში” – დელტა მუტაცია საბერძნეთში

ექსპერტები შეშფოთებულები არიან საბერძნეთში დელტა მუტაციის გავრცელებით. მათი განცხადებით, აუცრელ პირებს დიდი საფრთხე ემუქრებათ.

“კორონავირუსის მეოთხე ტალღა, რომელიც დელტა მუტაციას უკავშირდება, განსაკუთრებით “დაარტყამს” აუცრელ პირებს. ყველა, ვისაც არ ექნება ვაქცინა გაკეთებული, დაინფიცირდება,” ასეთ განცხადებას აკეთებს პროფესორი, ნიკოს ძანაკი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან.

“მომდევნო კვირას ვიხილავთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას 2.000-დან 3.000-მდე. ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის. ახლა რომ ზამთარი ყოფილიყო, აუცილებლად გამოცხადდებოდა მასშტაბური კარანტინი. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ ვაქცინები ჯანდაცვის სისტემას კატასტროფისგან დაიცავს. 

ამ დროისთვის პრობლემა ის არის, რომ 50-დან 65 წლამდე პირები აუცრელები არიან და დიდი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. გვჭირდება ვაქცინირებულთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი კვიპროსსა და პორტუგალიაში 100%-ია.

გახსოვდეთ, რომ თუ დელტა მუტაციით ინფიცირებული სახლში მივა, ეს ნიშნავს, რომ იმავე დღეს ოჯახის ყველა წევრი ინფიცირებულია,” დასძენს პროფესორი.

onalem

ტესტ