fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მანქანაში იპოვეს ტელეფონი, ფეხსაცმელი და წერილი” – კრემასტონის ტბაში 48 წლის ქალს ეძებენ

ევრიტანიაში გაუჩინარებული 48 წლის ქალის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, მისი მანქანა კრემასტონის ტბაზე, ხიდზე იპოვეს. ის ჩაკეტილი იყო, შიგნით იყო ქალის ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი და როგორც პოლიცია იუწყება, ხელწერილი, რომლის შინაარსიც უცნობია.

ბოლო ფოტო, რომელიც მან სოციალურ ქსელში ატვირთა, სწორედ იმ ტერიტორიიდან იყო გადაღებული, ტბის ხედით. ქალი მეუღლესთან ერთად კარპენისში ცხოვრობდა, მამაკაცი პოლიციაში დაკითხვაზეა გამოძახებული, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

ტბა, რომელშიც ქალს ეძებენ, ძალიან ღრმაა და ამ ტერიტორიაზე ძალიან ცივა, შესაბამისად, ოპერაცია საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს.

ახლობლები აცხადებენ, რომ გაუჩინარებული ძალიან ხალისიანი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, ბოლო დღეებში კი, ქორწილში იმყოფებოდა და ძალიან ბევრ ნათესავს შეხვდა. მათგან ვერცერთი ვერ ხსნის, რა შეიძლება დამართნოდა ქალს, რომელიც არ აღძრავდა ეჭვს იმის შესახებ, რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

onalem

ტესტ