fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსანდრე მაკედონელი: დეტალი, რომელმაც შესაძლოა მისი საფლავის საიდუმლოს ფარდა ახადოს

მრავალწლიანი კვლევების შემდეგ, არქეოლოგმა კალიოპი პაპაკოსტამ ანტიკურ ალექსანდრიაში სამეფო უბანი აღმოაჩინა. ის წლების მანძილზე ცდილობდა, რომ ალექსანდრე დიდი მაკედონელის საფლავი ეპოვა.

შვიდი წლის წინ მისმა გუნდმა აღმოაჩინა ქანდაკება, რომელიც National Geographic-ის მიხედვით, ელინისტურ ხანას ეკუთვნის და სამხედრო გადმონაშთია.

ახლა კი, გათხრებმა 10 მეტრს მიაღწია და აღმოჩენებს შორის არის რომანული გზა და დიდი საჯარო შენობა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა საიდუმლოს ფარდას ახდის. როგორც ცნობილია, ალექსანდრე დიდი ქრისტეშობამდე 323 წელს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ დრომდე პაპაკოსტას გუნდმა 14 მიწისქვეშა ანომალია აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, შენობის ნაწილია.

ბერძენი მკვლევარი დიდ იმედებს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ის ალექსანდრე დიდის საფლავს საბოლოოდ იპოვის.

onalem

ტესტ