fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელზეც ბერძნული მედია წერს – ის საქართველოში დაბრუნდა

ერთ-ერთმა ბერძნულმა მედია საშუალებამ News247.gr-მა სტატია მოამზადა ემიგრანტებსა და ლტოლვილებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქართველ ქალზეა გამახვილებული, რომელმაც ემიგრაციაში 15 წელი გაატარა და საქართველოში წელს დაბრუნდა.

დიანა 2004 წლამდე ეკონომისტად მუშაობდა, თუმცა, კომპანია გაკოტრდა და უმუშევრობის გამო, საბერძნეთში წამოსვლა გადაწყვიტა. მანამდე რამდენიმე თვე უშედეგოდ ეძებდა სამსახურს და პარალელურად სამი შვილი ჰყავდა.

ის ათენში ავტობუსით ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ პირეადან კრეტაზე, ხანიაში გაემგზავრა, სადაც მეუღლის დასთან ერთად წლების მანძილზე ცხოვრობდა.

“ჩემი შვილების მომავალი ჩემი პრიორიტეტი იყო. გონებაში ამის მეტი არაფერი მქონდა. მეუღლის დისგან შევიტყვე, რომ იქ სამუშაოს პოვნა შემეძლო და ვცადე. საქართველოდან ტურისტული ავტობუსით ჩამოვედი, რადგან უკანონო გზით შემოსვლის მეშინოდა. პირველი თვეები საშინელი იყო, თავს ცუდად ვგრძნობდი და ცხადია, ეს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, რადგან გული საქართველოსკენ მიმიწევდა. 

ბერძნული იმ ოჯახის 8 წლის ვაჟისგან ვისწავლე, სადაც პირველად დავიწყე მუშაობა. როდესაც ის იჯდა და ბერძნულ ანბანს სწავლობდა, მეც მასთან ერთად ვიჯექი და მეხმარებოდა. ნელ-ნელა ვისწავლე და უკვე შემეძლო მისთვის ზღაპრები წამეკითხა.

15 წელი ვალაგებდი ხანიის მასშტაბით სხვადასხვა სახლებს. ფულს ვაგროვებდი და ოჯახში ვაგზავნიდი. 2019 წლის თებერვალში კი მივხვდი, რომ უკვე დაბრუნების დრო იყო. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მოხალისეობრივი დაბრუნების პროგრამა მოქმედებდა, სწორედ ამ გზით წასვლა გადავწყვიტე.”

ახლა ის ვაჟთან ერთად საქართველოში ცხოვრობს და პატარა მაღაზია აქვს, რომლითაც ოჯახის რჩენას ახერხებს.

წყარო: https://www.news247.gr/reportaz/o-epanapatrismos-meta-ti-metanasteysi.7495960.html

onalem

ტესტ