fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი ბუზუკზე უკრავდა მაშინ, როცა თავიდან სიმსივნეს უღებდნენ

თესალონიკის საავადმყოფოში, ΑΧΕΠΑ, ტრადიციული ბუზუკის ხმა ისმოდა, თუმცა, არა რადიოდან ან რომელიმე ტელევიზორიდან, არამედ საოპერაციო ოთახიდან.

37 წლის მამაკაცმა, დიმიტრის კირცუმ ოპერაცია ჩაიტარა, რადგან სიმსივნის დიაგნოზი აქვს დასმული. თუმცა, მისი ოპერაცია არ იყო ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ შემთხვევებში არის ხოლმე. ის ამ პროცესში ტრადიციულ ბერძნულ საკრავზე უკრავდა და ასე გაჰყავდა მძიმე წუთები.

როგორც ამბობს, უნახავს ვიდეოები, როგორ უკრავენ უცხოელები გიტარაზე, ოპერაციის გაკეთების დროს და თავადაც თქვა: “მე რატომ არა?!”

თესალონიკის ამ საავადმყოფოში ბოლო 14 წელია ტარდება ოპერაციები ისე, რომ პაციენტი ექიმებთან ჩვეულებრივ კონტაქტშია.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ