fbpx
საბერძნეთი

როგორ გამოიყურება კოვიდ-აპლიკაცია, რომლითაც საბერძნეთში შემოწმებები ჩატარდება

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ აპლიკაციის პრეზენტაცია გააკეთა, რომლითაც 16 ივლისიდან საბერძნეთში კოვიდ-სერთიფიკატებისა და ტესტების პასუხების შემოწმება ჩატარდება.

როგორც უკვე ცნობილია, დახურული სივრცეები 16 ივლისიდან გაიხსნება და იმუშავებენ ექსკლუზიურად მხოლოდ ვაქცინირებული პირებისთვის. აქ იგულისხმება როგორც კაფეები, ბარები, რესტორნები და ტავერნები, ასევე, კინოები, თეატრები და ყველა ის დაწესებულება, რომელიც მუშაობს დახურულ სივრცეში.

იმისთვის, რომ შესასვლელებში შემოწმდეს ვაქცინაციის სერთიფიკატები და ასევე ტესტების უარყოფითი პასუხები, QR კოდით, შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც უფასოა და შესაძლებელია ჩამოიტვირთოს როგორც Android ასევე iOS სისტემის მოწყობილობებში (ტაბლეტი, ტელეფონი).

როგორც ირკვევა, დოკუმენტს ამ აპლიკაციის საშუალებით დასკანერების შედეგად ავტომატურად მიენიჭება ფერი, რომელიც განსაზღვრულია თითოეული კატეგორიისთვის.

მწვანე ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვინც არის სრულად ვაქცინირებული ან გადატანილი აქვთ ვირუსი.

ყვითელი ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვისაც გაკეთებული ექნება ტესტი კორონავირუსზე.

ხოლო თუ სკანირების შედეგად სერთიფიკატი გაწითლდა, ეს ნიშნავს, რომ ის ბათილად არის ცნობილი.

onalem

ტესტ