fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დიმიტრა მაცუკა ავარიაზე: “მსხვერპლი მე ვარ”

ფაქტის შესახებ, რომ დიმიტრა მაცუკა სასამართლოს წინაშე წარსდგება, მან ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაამხილა. გავრცელებული ინფორმაციით, მან გაქცევა სცადა. მსახიობი აცხადებს, რომ ის დაშავდა და მსხვერპლი თავად არის. ასევე, აღიარებს, რომ მას მანქანა დაუზღვეველი ჰყავდა.

“შემთხვევის ადგილი არ დამიტოვებია. მე მხოლოდ უცნობებისგან გაქცევას ვცდილობდი, რომლებსაც ჩემთვის ხაფანგის დაგება სურდათ. ვხედავ, რომ პრესით სრულიად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. ჩემთვის არავის უკითხავს, რა მოხდა რეალურად, რათა თავი დამეცვა,” ამბობს მაცუკა.

მსახიობმა აღიარა, რომ სიმართლეს შეესაბამება ფაქტი, რომ მისი მანქანა დაზღვეული არ იყო. ბოლო დროს გადატვირთული გრაფიკის გამო მან სადაზღვევო პაკეტის განახლება ვერ შეძლო.

“ამ ამბის მსხვერპლი მე ვარ, ჩემი კარი და ჩემი სახელი. მაგრამ ბერძნული მართლმსაჯულების მჯერა. მე კანონის ძალით ვიმოქმედებ ყველას წინააღმდეგ, ვინც მადანაშაულებს.”

onalem

ტესტ