fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ერთი ნაბიჯი კარანტინამდე და SMS 13033-ზე – რა გველის ატიკის რეგიონში?!

დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΪ-ზე პროფესორმა ნიკოს სიფსასმა სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ატიკის რეგიონში კარანტინის დაწესებამდე მხოლოდ 1 ნაბიჯია დარჩენილი.

როგორ მოხდება ეს ყველაფერი და რამდენი ხნით დაწესდება გადაადგილებაზე აკძრალვა?!

“ატიკის რეგიონი ამ ეტაპისთვის ოფიციალურად არის ყვითელ ზონაში. ეს ნიშნავს, რომ გადაადგილებაზე აკრძალვის დაწესება უკვე საჭიროა. ეს ასევე ნიშნავს, რომ სიტუაცია ნებისმიერ წამს შეიძლება კატასტროფული გახდეს და გადავიდეთ წითელში.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ პანიკა არ არის საჭირო, საჭიროა მხოლოდ ის, რომ იყოთ სწორად ინფორმირებულები. 

რაც შეეხება კარანტინს, გავაკეთებთ ამრიგად: ეს იქნება პერიოდული დაბლოკვა, მაგალითად, კარანტინი გამოცხადდება ორი კვირით, დაიხურება სკოლებიც, მანამ, სანამ პანდემიის გავრცელების ტენდენცია საგრძნობლად არ შემცირდება. შემდეგ მოიხსნება აკრძალვები და თუ საჭირო გახდა მოგვიანებით ისევ დაწესდება.

ასევე, მთავრობის მიერ კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, კვლავ იმოქმედებს SMS, რომელიც 13033-ზე უნდა გავაგზავნოთ.”

ამრიგად, ნიკოს სიფსასის განცხადებით, ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ორკვირიანი კარანტინის დაწესება და გადაადგილება კვლავ SMS-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის ექსპერტები და მთავრობა სექტემბრის ბოლო რიცხვებს ელოდებიან, რათა ნახონ, თუ როგორ იმოქმედა მიღებულმა ზომებმა და თუ პანდემიის გავრცელებამ არ იკლო, დიდი ალბათობით, ერთადერთ გამოსავლად ატიკის რეგიონში კარანტინი რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვეყანაში ანტირეკორდი დაფიქსირდა და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 453 შემთხვევა.

onalem

ტესტ