fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრიმინალები ათენის ცენტრში, რომლებიც მოხუცებს სახლში აბამენ, შემდეგ კი ძარცვავენ

ყველაფერი მაშინ გამოააშკარავდა, როდესაც გასულ ხუთშაბათს ევანგელისმოს საავადმყოფოში 77 წლის ქალი კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა დეჰიდრატაცია, დალურჯებები და სხვადასხვა დაზიანებები კიდურებზე. როგორც ექიმები ამბობენ, ის თითქმის გარდაცვლილი იყო, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და როდესაც მომჯობინდა, თქვა, რომ ის საკუთარ სახლში ბოლო 4 დღის მანძლზე დაბმული იყო და წყლის და საკვების მიღებაც კი არ შეეძლო.

ქალი თავისმა ძმამ იპოვა. როცა რამდენიმე სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მოხუცი სუპერმარკეტის პარკებით იყო დაბმული.

თუმცა, ის ერთადერთი არ არის. გუშინ ღამით 82 წლის ქალს სახლში, სავარაუდოდ, დამნაშავეთა იგივე ჯგუფი შეუვარდა და სამზარეულოში ჩაკეტეს, შემდეგ თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს.

შაბათს კი დრამას ქუჩაზე იგივე მეთოდით 90 წლის მოხუცის სახლიდან 3, 000 ევრო გაიტანეს.

პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ცდილობს, თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი, აქვთ თუ არა სამართალდამცავებს რაიმე ხელჩასაჭიდი.

მათი ვარაუდით, კრიმინალური დაჯგუფება საქმიანობას ისევ გააგრძელებს.

onalem

ტესტ