fbpx
საბერძნეთი

“ზომების მოხსნაზე მხოლოდ მაისში შეგვიძლია ვისაუბროთ” – რას პროგნოზირებს პროფესორი, გიგას მაიორკინისი

პროფესორმა, გიგას მაიორკინისმა, რომელიც პირდაპირი საგანგებო ჩართვების საშუალებით ნიკოს ხარდალიასთან ერთად ესაუბრება ხოლმე საზოგადოებას, განაცხადა, რომ კარანტინის გაგრძელება ახლა ერთადერთი არჩევანი იყო და საბერძნეთში ზომების მოხსნაზე მხოლოდ მაისის თვეში შეიძლება ვიფიქროთ.

რას გულისხმობს პროფესორი?!

“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციის გარკვეული ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც მოიცავს მოსახლეობის 40%-50%-ის ვაქცინაციას, უკვე გვექნება საგრძნობლად კარგი შედეგები. ეს ყველაფერი მიღწეული იქნება ზაფხულისთვის და დავინახავთ პანდემიის უკან სვლას, თანაც დიდი ნაბიჯებით. რიცხვები ძალიან შემცირდება და ამას ვპროგნოზირებ მაისიდან და შემდეგ. მაისიდან შეიძლება ვიფიქროთ ზომების მოხსნასა და თავდაცვის მექანიზმების შემსუბუქებაზე. 

თუკი ვიქნებით ფრთხილად, არ გვექნება პანდემიის მესამე ტალღა, რადგან ახლა მონაცემები გაუმჯობესებულია. მ

იუხედავად ყველაფრისა, არსებობს შანსი, რომ მომდევნო კვირაში ვიხილოთ რიცხვების ზრდა, სადღესასწაულო პერიოდიდან გამომდინარე, რადგან ვირუსმა დიდი ხანია დაამტკიცა საკუთარი არასტაბილურობა და ის, რომ ზუსტად ვერ გვეცოდინება, თუ რა მოხდება. უნდა ვიფიქროთ ყველანაირ სცენარზე,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ