fbpx
საზოგადოება

“თურქები ჩვენს წყლებში შემოდიან და აქედან გვყრიან” – საბერძნეთის თევზჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, კოსტას სარუკოსი

საბერძნეთის თევზჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, კოსტას სარუკოსი აცხადებს, რომ თურქების პროვოკაციებს საზღვრები არ აქვთ და ამ ყველაფერს უკვე ყოველდღიური სახე აქვს მიღებული.

“თურქები ჩვენს წყლებში შემოდიან და გვაიძულებენ, რომ აქაურობა დავტოვოთ, აქედან გვყრიან და ეს უკვე ყოველდღიურობად არის ქცეული. ამ დროისთვის საბერძნეთის წყლებში მინიმუმ სამი თურქული ნავი იმყოფება სათევზაოდ. ბერძენი მეთევზეები აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე თავს აბსოლუტურად დაუცველად გრძნობენ. 

მათი აქ ყოფნა უკვე ჩვეულებრივი ამბავია და დიდი ცოდვა იქნება ამ კუნძულების “დაკარგვა””, ამბობს სარუკოსი.

კუნძულ იმიას მახლობლად დაფიქსირდა ინციდენტი, რომელიც კამერებზეც აღბეჭდეს. თურქული და ბერძნული სანაპირო დაცვა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა.

onalem

ტესტ