fbpx
საზოგადოება

“ერთ მშვენიერ დღეს არ დგები და არ მიდიხარ შენი ქვეყნიდან! ბავშვებმა მშობლები უნდა დააფასონ” – საიდუ კამარა

ყველას კარგად ახსოვს საიდუ კამარა, ბიჭი, რომელსაც საბერძნეთიდან დეპორტაცია ემუქრებოდა და საბოლოოდ, თავშესაფრის სამსახურმა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ის საბერძნეთის ბინადრობის ნებართვას მიიღებს და ქვეყანაში კანონიერად ცხოვრებას შეძლებს.

ბიჭი, რომელიც სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლეა, მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ უნდა ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, ისწავლოს და განვითარდეს.

“ერთ მშვენიერ დღეს არ დგები და არ მიდიხარ შენი ქვეყნიდან, თუ ამის სერიოზული მიზეზი და პრობლემა არ არსებობს. ვისაც ჩემი ისტორია მოსმენილი აქვს, ყველამ რაღაც ისწავლა მისგან. ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ჰყავთ, უნდა დააფასონ ისინი, რადგან ძალიან ბევრს, როგორც მე, არ გვაქვს ეს ბედნიერება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთში ვრჩები. ეს ჩემი მეორე სამშობლოა და დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ვიგრძენი, განსაკუთრებით ჩემი სკოლისა და თანაკლასელების მხრიდან,” ამბობს საიდუ.

onalem

ტესტ