fbpx
საბერძნეთი

ახალი გადაწყვეტილებები საბერძნეთში 1 ივნისს – რაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ΣΚΑΙ- სთან განაცხადა, რომ 1 ივნისს ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საბერძნეთის მთავრობა ახალ გადაწყვეტილებებს დააანონსებს. აღნიშნული შეეხება ძირითადად პირბადეების მოხმარების საკითხს და ვალდებულების მოხსნას.

პლევრის განმარტებით, მთავრობა არ იხევს უკან და მზად არის, რომ წლის ბოლომდე ჯანდაცვის სფეროს მიღმა დატოვოს ექიმები, ექთნები და ზოგადად, ამ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ დრომდე უარს აცხადებენ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე.

რაც შეეხება ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაციას, 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის, აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციები და საბერძნეთი სწორედ მათ გადაწყვეტილებებს და მითითებებს ელოდება.

ამრიგად, 1 ივნისისთვის გახდება ცნობილი, თუ სად იქნება ზაფხულის მანძილზე პირბადეების ტარება სავალდებულო და საერთოდ გაუქმდება თუ არა აღნიშნული ზომა საბერძნეთში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პირბადეების ტარება მხოლოდ დახურულ სივრცეებში გვიწევს, მათ შორის ტრანსპორტში.

onalem

ტესტ