fbpx
საბერძნეთი

“ყოჩაღ! კატაზე მოძალადე დააკავეთ, ჩემი შვილის მკვლელი კი, თავისუფლად დადის” – ადამანტიოს მანტის დედა

კატერინა ძიალა ადამანტიო მანტის დედაა, ბიჭის, რომელიც 2019 წელს ტროტუარზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლს შეეწირა. ქალი ემოციურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მთელი საბერძნეთის ყურადღება ახლა კატებზეა მიმართული, რომლებზე ძალადობაში ბრალდებულსაც 10 წლიანი პატიმრობა და 50.000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. პარალელურად კი, მისი 21 წლის შვილის მკვლელი, გარეთ თავისუფლად დადის.

21 წლის ადამანტიოს მანტი 2019 წელს პოსიდონოს გამზირზე დაიღუპა, როდესაც ტროტუარზე იდგა და დაეჯახა მანქანა, რომელიც საათში 105 კმ სიჩქარით მოძრაობდა, როცა როგორც ქალი ამბობს, დასაშვები სიჩქარე მხოლოდ 40 კმ/სთ იყო.

ქ-ნ კატერინა ითხოვს, რომ საზოგადოების ყურადღება ცოტა ხნით მოსწყდეს ცხოველებს და გადავიდეს იმ ადამიანებზე, რომელთა მკვლელებიც თავისუფლად დადიან, ოჯახებმა კი, სამართალი ვერ იპოვეს. მისი თქმით, ადამანტიოს მკვლელობა ითვლება, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, რის გამოც ახლა 53 წლის მამაკაცი, რომელმაც ის იმსხვერპლა, გარეთ თავისუფლად დადის.

onalem

ტესტ