fbpx
საბერძნეთი

“ვაჭრობის ამუშავება ნაადრევია, რიცხვები მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დაეცემა” – პროფესორი დიმოსთენის სარიიანისი

პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანისმა ტელეკომპანია SKAI-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაჭრობის ამუშავება საბერძნეთში ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმე რჩება. მან წარმოადგინა ვარაუდები, თუ როგორ არის მოსალოდნელი ყოველდღიური მაჩვენებლების კლება და როდის შეიძლება ხალხმა მოძრაობა დაიწყოს.

“8 დეკემბრისთვის ყოველდღიურად გამოვლენილ ინფიცირებულთა რიცხვი იქნება დაახლოებით 1.475-მდე, ხოლო 14 დეკემბრისთვის დაეცემა 1.100-მდე.

შემდეგ უკვე, 22 დეკემბერს, გვექნება 900-მდე შემთხვევა ყოველდღე და წლის ბოლო დღეებში 700 ახალი ინფიცირებული.

ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა დავარაუდევი. ბატონი ვასილის კიკილიასი აცხადებდა, რომ ვაჭრობა ამუშავდებოდა მაშინ, როცა ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი დაეცემოდა 500-მდე. ჩვენი სიმულაციები აჩვენებს, რომ თუ მაღაზიები გაიხსნება, ხოლო მოსახლეობა მიღებულ ზომებს არ დაიცავს, 15-20 დღეში სიტუაცია იგივე, მძიმე მდგომარეობაში დაბრუნდება. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი გახსნა ახლა არის ნაადრევი,” განაცხადა სარიიანისმა.

onalem

ტესტ