fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ ათენის ცენტრში მუშაობა უკვე გაააქტიურა – თავდასხმა და 4 დაშავებული ოფიცერი

როგორც უკვე ცნობილია, პოლიცია ხვალ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და ათენის ცენტრში განლაგდება 5.000-მდე ოფიცერი, რათა თავიდან იქნას არიდებული აქციები და დემონსტრაციები. მოვლენები უკავშირდება 15 წლის მოზარდის, ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობას, რომელიც 12 წლის წინ მოხდა.

ირკვევა, რომ დღეს კოლონოს პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა 50-მდე პირი, ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრები და ფლაერებს ყრიდნენ. რამდენიმე ხანში კი, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაშავდა 4 პოლიციელი, რომელთაგან ერთ-ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

საბოლოოდ თავდამსხმელები სეპოლიას მეტროსადგურის მიმართულებით გაიქცნენ და არ მომხდარა არცერთი მათგანის დაკავება. გამომდინარე მომხდარიდან პოლიციამ უკვე დაიწყო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ეს ყველაფერი ორშაბათამდე გასტანს.

აღნიშნული თავდასხმაც უკავშირდება ხვალინდელ დღეს.

onalem

ტესტ