fbpx
საბერძნეთი

პოლიციის კონტროლი ყოველ 10 წუთში ათენის ყველა უბანში – ხრისოხოიდის გადაწყვეტილება

“იანვრის შუა რიცხვებიდან ხალხი ყოველ 10 წუთში პოლიციას დაინახავს. მას შემდეგ, რაც 1.500 ახალი ოფიცერი გადამზადდა, ახალი წლიდან ათენის ყველა გარეუბანში პოლიციელები შემოწმებას 24 საათიან რეჟიმში, ყოველ 10 წუთში განახორციელებენ,” განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა.

ხრისოხოიდისმა ასევე დასძინა: “ჩემი უფლება-მოვალეობების აღებიდან 20 დღის შემდეგ, ომბუდსმენის მონაცემების მიხედვით, პოლიციის მიერ გამოვლენილი ძალადობის და კანონდარღვევის 321 შემთხვევა გამოაშკარავდა.

მე ახალ კანონებზე ნიკოს ალივიზატოსთან ერთად ვმუშაობ, რომელიც ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და ცნობილია თავისი სოციალური სენსიტიურობითა და დემოკრატიული იდეებით. მე შევქმენი კომიტეტი, რომელიც შედგება სხვა პროფესორებისა და კომპეტენტური პირებისგან და ისინი მონიტორინგს გაუწევენ პოლიციის მხრიდან გამოვლენილ კანონდარღვევებსაც.”

როგორც ჩანს, ხრისოხოიდის მიზანი საზოგადოების არა მხოლოდ კრიმინალისგან, არამედ თავად პოლიციის მხრიდან ძალადობისგან დაცვაც არის, რის გამოც, ქუჩებს გააკონტროლებენ ოფიცრები, თუმცა, თავად მათზეც განხორციელდება გარკვეული სახის მონიტორინგი.

სადღესაწაულო პერიოდის ჩავლის შემდეგ, 2020 წლის იანვრიდან ათენის თითოეულ უბანში ყოველ 10 წუთში ერთხელ პოლიცია იმოძრავებს.

onalem

ტესტ