fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა ქუჩაში 17.000 ევრო იპოვა და პოლიციაში მიიტანა, რათა პატრონისთვის დაებრუნებინათ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტრიკალაში მოხდა, სადაც ქალმა ქუჩაში დიდი რაოდენობის თანხა იპოვა.

როგორც ირკვევა, ქალბატონი ბაზრიდან ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე იპოვა შეკვრა, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, 17.000 ევრო იყო მოთავსებული. ის არც კი დაფიქრებულა, მაშინვე გაემართა პოლიციის განყოფილებისკენ, სადაც თანხა მთლიანად მიიტანა და ითხოვა, პატრონი მოეძებნათ, რათა უკან დაებრუნებინათ.

ოფიცრებმა მაშინვე მიიღეს შესაბამისი ზომები და თანხის მფლობელი მალევე იპოვეს. მამაკაცმა, რომელსაც დაკარგული 17.000 ევრო უკან დაუბრუნდა, ისურვა, რომ ქალისთვის მადლობის გამოსახატად გარკვეული რაოდენობა მიეცა, მაგრამ მან მკაცრი უარი განაცხადა.

 

 

onalem

ტესტ