fbpx
საზოგადოება

ვულა: კონსტანტინა სპიროპულუ მანქანით მოხუცს ქალს დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით ცნობილი ტელეწამყვანი, კონსტანტინა სპიროპულუ მანქანით მოხუცს ქალს დაეჯახა.

როგორც ირკვევა, ის ვულას ტერიტორიაზე მოძრაობდა, რა დროსაც გზაზე მყოფ მოხუცს დაეჯახა – ქალი მსუბუქად დაშავდა.

ატიკის საგზაო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სპიროპულუ საკმაოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა და არ დაურღვევია მოძრაობის არანაირი წესი. ქალი კი, რომელსაც ის დაეჯახა, სრულიად მოულოდენლად აღმოჩნდა გზაზე და სწორედ ამის გამო მოხდა ავარია.

ტელეწამყვანს ჩაუტარდა ალკოტესტიც, რომელმაც არაფერი აჩვენა, ის არ იყო ნასვამი.

ΑΝT-ის ინფორმაციით, სპიროპულუმ დაშავებული მოხუცი საავადმყოფოში მოინახულა და ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა. მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დღეს გაწერენ.

 

onalem

ტესტ