fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კორინთოს ყურეში სათევზაოდ გავიდნენ და 3 მეტრიანი ზვიგენი დაიჭირეს

პატრაში, კერძოდ, კორინთოს ყურეში, მეთევზეები ჩვეული სამუშაოს შესასრულებლად გავიდნენ, თუმცა, უჩვეულო სურათის წინაშე დადგნენ.

როგორც ირკვევა, მათ ბადეში საკმაოდ მძიმე თევზი გაება და მის ნავზე ამოსაყვანად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. საბოლოოდ, ნახეს, რომ ბადეში 3 მეტრიანი ზვიგენი იყო მოთავსებული.

სამმეტრიანი ზვიგენი რიო-ანტირიოს ხიდის ტერიტორიაზე დაიჭირეს, ხოლო შემდეგ თევზის ბაზარზე გადაინაცვლა.

მის სანახავად საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მოიყარა თავი, ბევრმა კი, მისი ნაწილის შეძენის სურვილიც გამოთქვა.

onalem

ტესტ