fbpx
საბერძნეთი

აკროპოლის მონახულების მსურველებს გრძელ რიგებში ჩადგომა აღარ მოუწევთ – პრობლემა სულ მალე მოგვარდება

როგორც უკვე ცნობილია, აკროპოლის მონახულების მსურველ ტურისტებს გრძელ რიგებში დგომა უწევთ, თანაც ძლიერი სიცხის პირობებში. ამ პრობლემაზე მათ თავად ისაუბრეს მედიასთან და აღნიშნეს, რომ მართალია საკმაოდ უჭირთ რამდენიმე საათით ლოდინი, სანამ შიგნით შევლენ, თუმცა, საბერძნეთს ისე ვერ დატოვებენ, თუ დიდებული აკროპოლი არ მოინახულეს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისთანავე კულტურის სამინისტრომ მიიღო ზომები და დაიწყო შესაბამისი პროცედურები, რათა ტურისტებს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ტერიტორიის მონახულება გაუმარტივდეთ. როგორც მენდონი აცხადებს, უმოკლეს დროში დასრულდება ელექტრონული სისტემით ბილეთების გაცემისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები და შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებელი ბილეთების გასაცემად რიგებში დგომა.

ელექტრონული სისტემის საშუალებით, ტურისტები წინასწარი შეიძენენ ბილეთებს და შესვლისას მხოლოდ მათი დასკანერება იქნება საჭირო, შესაბამისად ლოდინის დროც შემცირდება და ძლიერი სიცხის პირობებში, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, მათ მზის ქვეშ დგომა აღარ მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონი, დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება, ვინაიდან ტურისტების რაოდენობა და მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.

onalem

ტესტ