fbpx
საბერძნეთი

ლეგენდარული ანდრეა ბოჩელი 18 ივლისს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტს გამართავს

ლედენდარული იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი 18 ივლისს ათენს ეწვევა და აუდიტორიას დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს. ადამიანი, რომელმაც ოპერას ახალი სული ჩაჰბერა, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე წარსდგება მსმენელის წინაშე. ეს იქნება იშვიათი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომელთაც უყვართ მისი შემოქმედება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ კონცერტი მარუსში შედგება, ოლიმპიურ სტადიონზე, ხოლო ბილეთების შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე: www.viva.gr. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რაც კი საბერძნეთში მის მიერ გამართულა.

ბოჩელი არის ადამიანი, რომელზეც სელინ დიონმა თქვა: “თუ ღმერთი მღერის, მას უთუოდ ბოჩელისნაირი ხმა აქვს.”

ბილეთების ფასი 49,50 ევროდან იწყება იმის მიხედვით, თუ სად გსურთ დაჯდომა.

გარდა ელექტრონული პლატფორმისა, ბილეთები იყიდება Public-ის ფილიალებშიც.

იხილეთ თავად ბოჩელის მიმართვა:

onalem

ტესტ