fbpx
საბერძნეთი

ათენის სანაპიროებზე შეზლონგებს ცეცხლის ფასი აქვს – შესვლა ცალკე ხარჯი, შეზლონგები კი, 20-დან 40 ევრომდე

ატიკის აუზში ორგანიზებულ სანაპიროებზე არსებული ფასები საზოგადოების ნაწილს “აიძულებს”, რომ უფასო სანაპიროებს ეწვიოს და თავიანთ პირსახოცებზე მოიკალათონ.

ვითარება, რომელიც 2023 წელს ორგანიზებულ პლაჯებზე ფიქსირდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. ორგანიზებული სანაპიროების უმეტესობაზე შესვლას ცალკე საფასური აქვს, ხოლო შეზლონგები და ქოლგაც თუ გნებავთ, ცალკე თანხა უნდა გადაიხადოთ.

როგორც ტელეკომპანია Mega-ს სიუჟეტიდან ირკვევა, ვულიაღმენში ორგანიზებულ სანაპიროებზე მხოლოდ შესვლის ფასი 10 ევროა, ხოლო წყვილი შეზლონგების ფასი 20 ევროდან 40 ევრომდე მერყეობს.

“ოჯახი რომ სანაპიროზე შევიდეს მინიმუმ 30 ევრო სჭირდებათ, ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ შეზლონგებზე დასხდებიან ან ყავას იყიდიან, საუბარია მხოლოდ შესვლის საფასურზე. ეს ყველაფერი სრულიად მიუღებელია,” ამბობენ ადგილობრივები.

შედარებით დაბალი ფასებია ალიმოს ტერიტორიაზე, სადაც შესვლა 8 ევრო ღირს, ხოლო შეზლონგების ღირებულება 20 ევრომდეა, ხოლო თუ ვულას სანაპიროთი გსურთ დატკბეთ, შესვლისთვის 7 ევროს გადახდა მოგიწევთ, ხოლო შეზლონგების საფასური 20-დან 50 ევრომდე მერყეობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითებად არ მოგვყავს ისეთი სანაპიროები, რომლებშიც ასტრონომიული თანხებია საჭირო, მაგალითად: ასტერას, სადაც შაბათ-კვირას წყვილ შეზლონგში 180 ევრომდე უნდა გადაიხადოთ.

onalem

ტესტ