fbpx
საბერძნეთი

კრიტიკული რიცხვები დღეს საბერძნეთში – ატიკა მთავარ პრობლემად რჩება

დღეს საბერძნეთში კიდევ ერთი შემაშფოთებელი რიცხვი დაფიქსირდა და როგორც ჩანს, რეკორდული მაჩვენებელი ჯერჯერობით არ აპირებს დაცემას.

23 ნოემბერს საბერძნეთში გამოვლინდა 8.100 ინფიცირებული, გარდაიცვალა 91 ადამიანი. მეოთხე ტალღა ევროპის ქვეყნებს უტევს და აქედან გამომდინარე, ისინი ისევ შეზღუდვებზე გადადიან, ზოგი შედარებით მსუბუქ ზომებს აწესებს, ზოგი კი, საყოველთაო კარანტინს.

დიდ პრობლემად რჩება ატიკა – მხოლოდ ამ რეგიონში გამოვლინდა 2.114 ინფიცირებული, შემდეგ მოჰყვება თესალონიკი, 1.472 ინფიცირებულით.

ამ დროისთვის საბერძნეთის მთავრობა კარანტინის საკითხს არ განიხილავს, ამ იდეას არც ექსპერტთა საბჭო ემხრობა, ვინაიდან თვლიან, რომ სასურველ შედეგს არ მოიტანს.

 

onalem

ტესტ