fbpx
საბერძნეთი

დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ აუცრელებისთვის საბერძნეთში?! – რაზე ისაუბრა თანოს პლევრიმ

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ გასცა პასუხები ყველასთვის საინტერესო კითხვებს.

“ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული ზომები, რომელთა 90%-იც ეხება მოსახლეობის აუცრელ ნაწილს. ეს არა იმიტომ, რომ სადამსჯელო ღონისძიებაა, არამედ იმიტომ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ.

როდესაც ზრდასრულთა 73% აიცრება, აღარ იარსებებს კარანტინზე საუბარი. ახლა მეოთხე ტალღის პიკზე ვართ და მთელი ევროპა დიდი ზეწოლის ქვეშ არის. სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ.

ნებისმიერ შემთხვევაში აცრილებს არ ექნებათ არანაირი აკრძალვები, თუკი რაიმე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება, მხოლოდ არავაქცინირებულებს შეეხებათ. 

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ განვიხილავთ სუპერმარეკეტებსა და პირველადი საჭიროების დაწესებულებებში შესასვლელად ტესტის გაკეთების ვალდებულების დაწესებას. მომდევნო 10-15 დღის მანძილზე კიდევ ველოდებით, რომ გაიზარდოს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, თუმცა, შემდეგ უკვე დეესკალაცია უნდა დაიწყოს,” აცხადებს პლევრი.

 

onalem

ტესტ