fbpx
საბერძნეთი

ბავშვების უკანონო სასაფლაო მღვდლის სახლის ეზოში – ამბავი, რომელმაც საზოგადოება შეძრა

კალივიადან გავრცელებულმა ამბავმა დიდი შოკი გამოიწვია საზოგადოებაში. სასულიერო პირს, ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარს, დიმიტრის რაიკოს, საკუთარი სახლის ეზოში უკანონო სასაფლაო აქვს გაშენებული.

საუბარია, ფაქტობრივად, ორ სასაფლაოზე, რომლებიც დაყოფილია – ერთში მოზრდილები არიან დაკრძალულები, მეორეში კი ბავშვები.

საჩივრის მიხედვით, რომელიც სასულიერო პირის წინააღმდეგ შევიდა, ნათქვამია, რომ ის გარიგებული იყო დამკრძალავ ბიუროებთან და თითოეული დასაფლავებისთვის გარკვეულ თანხებს იღებდა. საერთო ჯამში ეზოში 40-დან 50-მდე ადამიანი ჰყავს დაკრძალული, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია.

ირკვევა, რომ მისი სახლის ტერიტორიაზე არსებობს ტაძარიც, რომელიც უცნობია, ფუნქციონირებს თუ არა, თუმცა, არ ეკუთვნის ეპარქიას. ზოგადად, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა.

დროდადრო არსებობდა საჩივრები აღნიშნულ ადგილთან დაკავშირებით, თუმცა, ოფიციალური სახე ამ ყველაფერს ახლა მიეცა.

 

onalem

ტესტ