fbpx
საბერძნეთი

კონტროლი ათენის გასასვლელებთან: მძღოლმა პოლიციის ნიშანზე არ გააჩერა და დიდი სისწრაფით გაქცევა სცადა

ათენის გასასვლელებთან პოლიციის აქტიური კონტროლი მიმდინარეობს. მძღოლები ოფიცრებს თავიანთი გადაადგილების მიზეზებს უსახელებენ, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი დაუმორჩილებელი აღმოჩნდა.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიხედვით, მამაკაცმა პოლიციის მიერ მიცემულ ნიშანზე არ გააჩერა და დიდი სისწრაფით გაქცევა სცადა. მას ოფიცრები მალევე აედევნნენ და აიძულეს, რომ მანაქანა გაეჩერებინა.

ირკვევა, რომ გვერდით ეჯდა მეუღლე, რომელზეც განაცხადა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა კორინთოს საავადმყოფოში, ექიმთან წასვლა, ვინაიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

პოლიციამ ისინი გაუშვა, თუმცა, სიტუაციის გადამოწმების მიზნით, მათი მონაცემები ჩაიწერეს.

onalem

ტესტ