fbpx
საბერძნეთი

ტრაგედიით დასრულებული დასვენება: 18 წლის ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა გაიგო, რომ მისი მეგობარი კლდიდან გადავარდა

სიტყვების მოძებნა რთულია იმ ტრაგედიის აღსაწერად, რომელიც კუნძულ იოსზე დატრიალდა. გარდაცვლილია ორი 18 წლის ბიჭი, რომელიც კუნძულზე ირლანდიიდან სკოლის დასრულების აღსანიშნავად და დასასვენებლად იყო ჩამოსული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ირნალდიური სკოლის 70-მდე მოსწავლემ კუნძულზე წვეულება მოაწყო, რომელზეც ზემოთ აღნიშნული ბიჭებიც იმყოფებოდნენ. მეორე დილით 18 წლის მაქსმა სასტუმრომში ფეხით დაბრუნება ისურვა, თუმცა, მისი კვალი გაქრა. როდესაც მეგობრებმა ის ვერსად იპოვეს, ოთახში მიაკითხეს და საბოლოოდ, გარეთ დაიწყეს მისი ძებნა. სამწუხაროდ, მაქსი კლდეებზე იპოვეს გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო, ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა, სერიოზული დაზიანებების შედეგად კი, რომელიც დაცემის შედეგად მიიღო, ადგილზე დაიღუპა.

სამწუხაროდ, ირლანდიელების ჯგუფისთვის ტრაგედია ამით არ დასრულებულა – როდესაც მისმა საუკეთესო მეგობარმა მომხდარის შესახებ გაიგო, ბიჭს გულის შეტევა განუვითარდა და ისიც გარდაიცვალა. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ მას ისედაც გულის პრობლემები აწუხებდა და ემოციურად ვერ გადაიტანა მეგობრის სიკვდილი.

ამ დროისთვის იოსზე 1.000-მდე ირლანდიელი ახალგაზრდა იმყოფება, ყველა ცდილობს, რომ ოჯახს დაუკავშირდეს და შეატყობინონ, რომ კარგად არიან, ვინაიდან მომხდარმა კუნძულზე და ზოგადად, ადგილობრივებში დიდი შოკი გამოიწვია.

onalem

ტესტ