fbpx
საბერძნეთი

დღეს ახალი ზომები! ევროპის ქვეყნები კარანტინში შედიან, საბერძნეთი იძულებულია მათ მიჰყვეს

ომიკრონის მუტაცია ევროპას შემზღუდველ ზომებში აბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით არ ჭარბობს, ათობით ათასი შემთხვევა ფიქსირდება იტალიაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში. ესპანეთში პირბადის ყველგან ტარების ვალდებულება დაწესდა, ბელგიაში დაიკეტა თეატრები და კინოები.

ამ ვითარებაში საბერძნეთი იძულებულია, რომ მიჰყვეს ევროპის სხვა ქვეყნებს და ნელ-ნელა შეზღუდვები გამოაცხადოს, რათა უარესი აირიდოს თავიდან და დრო მოიგოს, როგორც ეს პანდემიის პირველი აფეთქების დროს მოხდა.

დღეს, 23 დეკემბერს, მოსალოდნელია, რომ გამოცხადდეს შემდეგი ვალდებულებები:

1) პირბადის ყველგან (ღია და დახურულ სივრცეებში) ტარება.

2) ორმაგი პირბადის ან გაძლიერებული უსაფრთხოების (KN95) ტარება სუპერმარკეტებსა და საჯარო ტრანსპორტში.

3) Rapid ტესტის გაკეთების ვალდებულება ყველას, ვინც საბერძნეთში შემოდის ნებისმიერი საზღვრით, სახმელეთო თუ საჰაერო, ჩამოსვლიდან მე-2 და მე-4 დღეს.

4) ყველა სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება.

5) მატჩები მოედნებზე მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

 

onalem

ტესტ